Header Ads

როგორია დიდ დიღომში აფეთქებისას დაშავებული...

როგორია დიდ დიღომში აფეთქებისას დაშავებული...


დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და კლინიკიდან სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გაეწერება, ამის შესახებ იაშვილის კლინიკის ნეიროქირურგიის განყოფილების უფროსმა, ედიშერ მაღალაშვილმა განაცხადა.



„ბავშვის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, არის ცნობიერი. ალბათ, მომავალ კვირაში გავწერთ, როდესაც ჭრილობა შეხორცდება და ნაკერები მოიხსნება, განაცხადა ნეიროქირურგმა.



დიდ დიღომში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 16 იანვარს მოხდა. შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი. ამასთან, დაშავდა რვა პირი, მათ შორის ექვსი ბავშვია.


ყველა მათგანი კლინიკებიდან უკვე გაეწერა. ამ დროისთვის ერთი პაციენტი მხოლოდ იაშვილის კლინიკაში რჩება.


წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.