Header Ads

გაუჩინარებული მთავარი მოწმე გურიაში მეორე...

გაუჩინარებული მთავარი მოწმე გურიაში მეორე...


გაუჩინარებული მთავარი მოწმე გურიაში უკვე მეორე დღეა, 28 წლის ლაშა ცინცაძეს ეძებენ. ახალგაზრდა მამაკაცი მეგობრების საქმის თვითმხილველია.


უმნიშვნელოვანესი ჩვენება სასამართლოსათვის მას დღეს უნდა მიეცა, თუმცა პროცესამდე ცოტა ხნით ადრე გაუჩინარდა. მოწმის ოჯახი დარწმუნებულია რომ მასზე ზეწოლას პოლიცია ცდილობს.


ოჯახმა არ იცის, რა დანაშაულისთვის და რა მუხლით აქვს მას ბრალი წარდგენილი. სავარაუდოდ, სამართალდამცველებმა იცოდნენ, რომ ლაშა ცინცაძე ლანჩხუთში, ძმის სახლში მეუღლესა და შვილებთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა ღამის 03:00 საათზე, როცა ოჯახში მოულოდნელად მივიდნენ, ცინცაძე იქ აღარ დახვდათ.


ლაშა ცინცაძე მისი მეგობრების, ძმებ ჩახვაშვილების საქმეში მთავარი მოწმეა და ის სასამართლოში ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე დღეს უნდა დაკითხულიყო.


ამბავი კი ერთი წლის წინ მოხდა, როცა ჩახვაშვილები მათი ძველი საქმის გამომძიებლებს რესტორანში დაუპირისპირდნენ. იმ დროს ადგილზე იმყოფებოდა ლაშა ცინცაძეც.


სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს მარიამ ოსიძე მისი მეუღლის ძებნილად გამოცხადებას და დარწმუნებულია, რომ ლაშაზე პოლიცია ზეწოლას ცდილობს.


მთავარ მოწმეზე ზეწოლასა და შანტაჟში საგამოძიებო უწყებას ადანაშაულებენ ბრალდებული ჩახვაშვილების ოჯახის წევრებიც. მათი მტკიცებით, ძმები გამომძიებლებს თავს არ დასხმიან, ამიტომ დაცვის მხარისთვის მნიშვნელოვანი ლაშა ცინცაძის ჩვენებაა.


ადვოკატების განცხადებით, მთავარი მოწმე საქმეს მთლიანად ამოაბრუნებს და დამტკიცდება, რომ ბრალდება მოგონილია.


წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.