Header Ads

მისი სახელი სამშობლოში მხოლოდ...

მისი სახელი სამშობლოში მხოლოდ...

 მის შესახებ საქართველოში ძალიან მცირე წრემ თუ იცოდა, თუმცა, როგორც მისი ემიგრანტი მეგობრები ამბობენ, მისი შემოქმედებით სულ უფრო და უფრო ბევრი ადამიანი ინტერესდებოდა უცხოეთში. ისიც იმედს არ კარგავდა, რომ ოცნებას აიხდენდა, შეაგროვებდა იმდენ ფულს, რომ დაბრუნდებოდა სამშობლოში და საკუთარ სახელოსნოს გახსნიდა. სამწუხაროდ, ოცნება არ აუხდა. თამარ მოდებაძის სახელი და გვარი სამშობლოში მხოლოდ მისი სასტიკი მკვლელობის შემდეგ გაიგეს.


უნიჭიერეს მხატვარს სხვაც ბევრი განუხორციელებელი ოცნება დარჩა. იგი, ისევე როგორც ქართველ ემიგრანტთა უმრავლესობა, ემიგრაციაში ეკონომიკური სიდუხჭირის გამო წავიდა და წარმოუდგენლად რთულ პირობებში მუშაობით მიაღწია აღიარებას. მისი ნახატებით ევროპაში სულ უფრო და უფრო ინტერესდებოდნენ. 


თამარ მოდებაძე სამდღიანი გაუჩინარების შემდეგ ქალაქ ნეაპოლში, მეგობრის ბინაში იპოვეს ნაწამები. მხატვრის ერთ-ერთი მეგობარი, რომელიც ასევე ამ ქალაქში ცხოვრობს, მკვლელობის ვერსიისა და მხატვრის ცხოვრების რთული პირობების შესახებ ცრემლით საუბრობს:


“ხშირად ამბობდა წუხილით, ხატვისთვის ადგილი არ მაქვსო, ერთ ციცქნა ოთახში მოხუცთან მუშაობდა და ასეთ პირობებში შედევრებს ქმნიდა… აბა, სად ხატავ – მეთქი ერთხელ ვკითხე, გამათბობელზე ვაყრდნობ ჩარჩოს, გადავჭიმავ ტილოს და ასე ვხატავო”.


 დუშეთში – დედულეთში დაიბადა, მამა კი ჭიათურელი ჰყავდა და სკოლაც ჭიათურაში დაამთავრა. როგორც თვითონ ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში, მშობლები პედაგოგები იყვნენ, მამა ხატავდა, სწორედ მისი გავლენით დაიწყო ხატვა.


როგორც ირკვევა, მისი ნახატები არაერთხელ გახდა იტალიელი პოეტისა და მწერლის დანიელა ფერაროს შთაგონების წყარო, რომელმაც თამარ მოდებაძის ნახატებზე შექმნილი ლექსები და თხზულებები ალბომადაც გამოსცა და “პოეტური ფიქრები” უწოდა. მის შემოქმედებას ვრცელი სტატია მიუძღვნა პარმის უნივერსიტეტის პროფესორმა რებეკა როსეტიმ, რომელმაც მისი ნახატი “ხუთი განზომილება” ლეონარდო და ვინჩის ხელწერასა და ხედვას შეადარა.


 თამარ მოდებაძის ფერწერული ტილოებით დაინტერესდა დანიის ხელოვნების მუზეუმი, სადაც ქართველი მხატვრის ნამუშევარმა “მისტიკური მზერა” დიდი ინტერესი გამოიწვია. ეს ნახატი ევროპის ხელოვნების მუზეუმშია დაცული და “საუკეთესო ნამუშევართა კოლექციაშია” შეტანილი.


ვიდრე იტალიაში ჩავიდოდა სამუშაოდ მანადე 9 წლის განმავლობაში კვიპროსში ცხოვრობდა, სადაც გამოფენის მოწყობაც შეძლო.


(კვირის პალიტრა)


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.