Header Ads

მართლწესრიგის ოფიცრებმა დიდ დიღომში...

მართლწესრიგის ოფიცრებმა დიდ დიღომში...


მართლწესრიგის ოფიცრებმა, რომელთა სამოქმედო არეალი დიდ დიღომს მოიცავს, 16 იანვარს, დიდ დიღომში, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად გამოწვეული აფეთქებით დაზარალებული ოჯახები მოინახულეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


დაზარალებული ოჯახები დროებით თბილისის სხვადასხვა სასტუმროში იმყოფებიან.



„მართლწესრიგის ოფიცრებმა, დაზარალებული ოჯახების მცირეწლოვან და არასრულწლოვან ბავშვებს საჩუქრები გადასცეს. 16 იანვარს, ოფიცრები მეხანძრე-მაშველებსა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, მთელი ღამის განმავლობაში ეხმარებოდნენ დაზარალებულ მოსახლეობას ევაკუაციასა და აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან საჭირო ნივთების გამოტანაში“, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.