Header Ads

"ვრცელდება პირადი საიდუმლოების უკანონო...

"ვრცელდება პირადი საიდუმლოების უკანონო...

“მომაწოდეს ინფორმაცია, რომ სოციალური ქსელით ჯგუფებში ვრცელდება პირადი და ოჯახური საიდუმლოების უკანონო ჩანაწერი” – ამის შესახებ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” ავრცელებს. როგორც ბესელია აღნიშნავს, მისი გადადგომის თაობაზე განცხადების გაკეთებიდან დაიწყო ახალი მიზანმიმართული, დაფინანსებული ცილისმწამებლური კამპანია მის წინააღმდეგ სოციალური ქსელებით, მედიით და აკრძალული მეთოდების გამოყენებით, რამაც მიიღო კამპანიური დაგეგმილი ხასიათი. მისივე ინფორმაციით, ეს ჩანაწერი სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის დროს დამზადდა და გავრცელდა “ქართული ოცნების” ხელისუფლების პერიოდში. დეპუტატის ინფორმაციით, ამ ფაქტზე 8 პირი გამოავლინა პროკურატურამ და დამნაშავედ იქნა ცნობილი. ეკა ბესელია საჯაროდ მიმართავს შალვა თადუმაძეს, გიორგი გახარიას და ვახტანგ გომელაურს და მოითხოვს: სასწრაფოდ და უმოკლეს ვადაში დაადგინონ, ვინ განახორციელა ამ ჩანაწერების გავრცელება და ვინ დგას ამ მორალური ტერორის უკან. დეპუტატის შეფასებით, ეს არის წითელი ხაზების გადაკვეთა.


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.