Header Ads

უგულავა: ურჩობისთვის ასეთი სასტიკი დასჯის...

უგულავა: ურჩობისთვის ასეთი სასტიკი დასჯის...




ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დეპუტატ ეკა ბესელიას შესაძლო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას სოციალური ქსელით ეხმაურება.



„საკუთარი გუნდის წევრი ქალების ურჩობისთვის დასჯის ასეთი სასტიკი და არადამიანური მეთოდი სიგნალია სხვებისთვისაც, რომ ჭკვიანად იყვნენ. ამჯერად, ასეთი ფორმით ქნ ბესელიას იძულება ხდება, რომ დატოვოს ოცნება. ამის შემდეგ ივანიშვილს იმედი აქვს, რომ სასურველ მოსამართლეებს გაიყვანს. აქ ის ძალიან სცდება. ეს მონა მონსტრები უზენაესის უვადო მოსამართლეები ვერ გახდებიან არა იმიტომ, რომ ბესელიაგედევანს არ უნდათ, არამედ იმიტომ რომ საზოგადოების უკლებლივ ყველა ჯგუფია წინააღმდეგი, მათ შორის ოცნების უპირობო მომხრეებიც კი.

ამ საქმის საფუძვლიანი გამოძიების და დამნაშავეების დასჯის გარეშე, კადრების გავრცელებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ივანიშვილის და ამ ხელისუფლების კისერზე იქნება!“ გიგი უგულავა


შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ, დღეს საკანონმდებლო ორგანოში განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში ვრცელდება პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერი. ამასთან დაკავშირები დავით ჭიჭინაძე შსს-მ გამოკითხვაზე დაიბარა


ცნობისთვის, გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით ეკა ბესელიამ სოციალურ ქსელში წერილი გამოაქეყნა, სადაც შსს მინისტრს გიორგი გახარიას, მთავარ პროკურორს შალვა თადუმაძეს და სუს-ის ხელმძღვანელს ვახტანგ გომელაურს მიმართავს, საჯაროდ გამოავლინეთ ვინ დგას ამ მორალური ტერორის უკან!


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.