Header Ads

ხვალიდან საახალწლო სოფლის ილუმინაციების...

ხვალიდან საახალწლო სოფლის ილუმინაციების...

კახა კალაძე ოჯახთან ერთად



„მინდა, მივულოცო ძველით ახალი წელი სრულიად საქართველოს, დედაქალაქის მოსახლეობას“, – თბილისელებს ძველით ახალი წელი თბილისის მერმა ნინო ქათამაძის კონცერტზე მიულოცა, რომლითაც თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული საახალწლო ღონისძიებები დასრულდა.


„ხვალიდან დაიწყება ჯადოსნური სოფლის, საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟი. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ემოციები, სიხარული, დადებითი შეგრძნება მთელი წელი გაჰყვეთ ამ ადამიანებს.


დედაქალაქის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს გაცილებით უკეთესი, იყოს კომფორტული, მოწესრიგებული, გამართული ინფრასტრუქტურით, ეკოლოგიურად სუფთა და ა.შ.“,- განაცხადა კახა კალაძემ.


საახალწლო ღონისძიებები თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და დღეს ნინო ქათამაძის კონცერტით დასრულდა.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.