Header Ads

კობახიძე: მმართველ გუნდში უმრავლესობის...

კობახიძე: მმართველ გუნდში უმრავლესობის...

ირაკლი კობახიძე



პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მმართველ გუნდში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით უმრავლესობის სხდომა გაიმართება.


‘სირთულეებს სჭირდება საუბარი, იმისთვის, რომ მოგვარდეს ისინი და ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება. ყველა ფორმატში გვექნება მსჯელობა, მათ შორის უმრავლესობის ფორმატიც იქნება, ალბათ, გამოყენებული,’- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


3 იანვარს გედევან ფოფხაძე ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ იურიდიული კომიტეტის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გაიწვია. როგორც მდინარაძემ თქვა, ამ გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილიც დაეთანხმა


ფოფხაძე 31 დეკემბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩიეს, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობაც უნდა შეესრულებინა.


ეკა ბესელიამ გადადგომის შესახებ განცხადება 27 დეკემბერს გააკეთა.


რეგლამენტით, თავმჯდომარის მოვალეობა პირველმა მოადგილემ უნდა შეასრულოს, რომელსაც კომიტეტის უმრავლესობა აირჩევს. ეს თანამდებობა კი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ეკა ბესელიას გადადგომის შემდეგ პოსტი საკუთარი სურვილით ვანო ზარდიაშვილმაც დატოვა.


ეკა ბესელია სამომავლო გეგმებზე საუბარს დღეს, 7 იანვარს აპირებს. 



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.