Header Ads

ქუთაისის მერის ინიციატივით, ყველა კორპუსი...

ქუთაისის მერის ინიციატივით, ყველა კორპუსი...

ქუთაისის მერის ინიციატივით, ყველა კორპუსი შემოწმდება და შესაძლო საფრთხის შემცველი ბუნებრივი აირის პოლიეთილენის მილები ეტაპობრივად შეიცვლება


ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას ინიციატივით, ქალაქში არსებული ყველა კორპუსი შემოწმდება და შესაძლო საფრთხის შემცველი ბუნებრივი აირის პოლიეთილენის მილები ეტაპობრივად შეიცვლება. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.


ქუთაისის მერი სულხან-საბას 21ა კორპუსის მაცხოვრებლებს შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.


გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, ადგილობრივებს კორპუსის გარე ფასადზე მიმაგრებული ბუნებრივი აირის პოლიეთილენის მილები პრობლემებს უქმნის.


ქალაქის მერმა ადგილზე, „სოკარ ჯორჯია გაზის“ წარმომადგენლები მიიყვანა.


„სოკარის“ წარმომადგენელთან ერთად მოვედით ადგილზე. აქ არის ბუნებრივი აირის პოლიეთილენის მილები, რომელიც 2003-2005 წლებშია შეყვანილი. აღნიშნული პრობლემა აღმოსაფხვრელია. დღეს გავეცით დავალება და ქალაქის მასშტაბით ყველა კორპუსი შემოწმდება, შემდეგ ერთიან სიას გადავცემთ სოკარს. ისინი ეტაპობრივად დაიწყებენ პოლიეთილენის მილების შეცვლას. მიუხედავად იმისა, რომ როგორც „სოკარის“ წარმომადგენლები ამბობენ, დღეს ის უსაფრთხოა, მომავალში შეიძლება პრობლემა შეუქმნას მოსახლეობას”- განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.