Header Ads

ნიუ-იორკში ცნობილი ცათამბჯენის გაყიდვა...

ნიუ-იორკში ცნობილი ცათამბჯენის გაყიდვა...

კრაისლერ-ბილდინგი



ნიუ-იორკში კრაისლერ-ბილდინგის ცათამბჯენის მფლობელები მის გაყიდვას გეგმავენ. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი კომპანია NYC Capital Markets Group-ის მმართველ დარსი სტეიკზე დაყრდნობით იტყობინება.


ამჟამად ცათამბჯენის 90%-ს აბუ-დაბის სახელმწიფო ფონდი Abu Dhabi Investment Council-ი ფლობს. დარჩენილი 10% კი კომპანია Tishman Speyer Properties-ის საკუთრებაა, რომელიც უძრავი ქონების ინვესტიციებს ახორციელებს.


შენობის ფასი ამ ეტაპზე არ კონკრეტდება. ფონდმა მისი შეძენისას 2008 წელს 800 მილიონი დოლარი გადაიხადა.


გამოცემის ცნობით, კრაისლერ-ბილდინგის ფასზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს რემონტისა და ტექნიკური მომსახურებისთვის საჭირო ხარჯები. შენობა უკვე 90 წლისაა.


ეს ცათამბჯენი ნიუ-იორკის სიმბოლოა. მისი მშენებლობა საავტომობილო კორპორაცია Chrysler-მა  1930 წელს დაუკვეთა. ის 1953 წლამდე კომპანიის ოფისი იყო.


 შენობის სიმაღლე 320 მეტრია.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.