Header Ads

კომაროვის ოთხმა მოსწავლემ ამერიკის...

კომაროვის ოთხმა მოსწავლემ ამერიკის...


ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის ოთხმა მოსწავლემ ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების სრული დაფინანსება მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სკოლა ავრცელებს.
‘წელს, პირველად ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის ისტორიაში, ნაადრევი გადაწყვეტილებით (Early Decision) ოთხმა მოსწავლემ სრული დაფინანსება მოიპოვა და სექტემბრიდან სწავლას ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში განაგრძობენ’ – ნათქვამია განცხადებაში.


ეს მოსწავლეები არიან: გიორგი ჩუბინიძე – University of Pennsylvania, გიორგი კლდიაშვილი- Massachusetts Institute of Technology, ლექსო ბორაშვილი-Lafayette College ლუკა მდივანი – Duke Kunshan University.








წყარო: newpost


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.