Header Ads

"8 თვის ბავშვი მომიკვდა, მეორე შვილი...

"8 თვის ბავშვი მომიკვდა, მეორე შვილი...


“დღეს ბავშვს ტყემალში ამოსვრილი მჭადი ვაჭამე, გუშინ არაფერი მქონდა და სიმინდი მოვუხარშე” – ეს სოფელ ოფშკვითში მცხოვრები, 27 წლის დარიკო ხარატიშვილისა და მისი მცირეწლოვანი ბავშვის ყოველდღიურობაა. ახალგაზრდა ქალს, ქმარი დაჭერილი ჰყავს, თვითონ კი ავარიულ სახლში 2 წლის ბავშვთან ერთად ცხოვრობს. ქალს ძიმესი დაავადება B ჰეპატიტი აქვს, თუმცა იმის გამო, რომ ოჯახს არანაირი შემოსავალი არ აქვს, ახალგაზრდა ქალი მედიკამენტებს საერთოდ ვერ ყიდულობს.


მას ცოტა ხნის წინ, ერთი შვილი დაეღუპა, ბავშვს ფილტვების ანთება ჰქონდა, წამლები კი ვერ უყიდა.


“წამლებზე საუბარი ზედმეტია, საჭმლის ფულიც კი არ გვაქვს. მე და ჩემი შვილი უკიდურეს გაჭირვებაში ვცხოვრობთ. მეორე შვილი გარდამეცვალა, ფილტვების ანთება ჰქონდა და წამლები ვერ ვუყიდეთ. ეს ცხოვრება არ არის, ეს არსებობაა. ღამე, რომ ბავშვს დავაძინებ და მეც საწოლზე მივუწვები, ერთადერთს ვოცნებობ, ნეტა ვინმემ დილით პატარა ლობიო მომიტანოს-თქო” – განუცხადა “პრაიმტაიმს” დარიკო ხატიაშვილმა.


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.