Header Ads

წარმოიდგენდით სასომხეთში რევოლუციას?...

წარმოიდგენდით სასომხეთში რევოლუციას?...


მსახიობი ლაშა ცუცქირიძე , რომელმაც საზოგაოებას,  შვილმოკლული მამების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე, მისი განსაკუთრებული მიმართვით “კა”-თი დაამახსოვრა თავი, Facebook-ის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:



ვინმე წარმოიდგენდით სასომხეთში რევოლუციას?
ვინმეს აზრად მოგივიდოდათ ვენესუელის გამარჯვება?
შეგახსენებთ ეს ერები არ არიან რევოლუციური სულისკვეთების, რასაც ვერ ვიტყვით საბერძნეთის მუდმივ პოლიტიკურ კრიზისზე, რასაც ბერძენი მეამბოხე ერი ყოველ წელიწადს უწყობს მის გაქსუებულ მინისტრთა კაბინეტს!
საქართველო კი ეტაპს და მომენტს ელოდება, ითმენს ბოლომდე, მაგრამ თუ იქუხა ქართველს ვერაფერი გააჩერებს! 
მათ ვინც ამ მოსაზრებას ჩემს სუბიექტურ აზრად აღიქვამთ, გირჩევთ ღრმა ბავშვობის შემდეგ გადაშალოთ საქართველოს ისტორიის წიგნი, ან ერთი საათით მოსწყდით პოკერს მონიტორზე და გაეცანით უახლოეს ისტორიას!
ბიძინა და კახი! ეს სარკაზმი პირდაპირ თქვენ გეხებათ და თქვენს რამოდენიმე ასეულ ამომრჩეველს






წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.