Header Ads

კუკავა: ტრაგედიის თემაზე ოპოზიციის...

კუკავა: ტრაგედიის თემაზე ოპოზიციის...




ამის შესახებ “თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა კახა კუკავამ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.



“პირველ რიგში მინდა შევუერთდე საერთო სამძიმარს ამ წარმოუდგენელი ტრაგედიის გამო.


აშუქებენ სხვადასხვა არხები, ბევრ ქვეყანაში ხდება ასეთი ამბები და ვერ ვიხსენებ, რომ რომელიმე ევროპულ ქვეყანაში თუნდაც რუსეთში და ჩინეთში როდესაც რაღაც ტრაგედია ხდება, ამან შეიძინოს ასეთი პოლიტიკური კინკლაობის სახე. ყველაფერზე დავობენ ინგლისში “კონსერვატორები” და “ლეიბორისტები” და მე არ მახსოვს, რომ იქ გამხდარიყოს ეს პოლიტიკური დებატების თემა. ამაში მარტო მმართველ პარტიას არ ვადანაშაულებ. მეც ვფიქრობ, რომ უაპელაციო განცხადებები პერსონალურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით აფეთქების საკითხში ქალაქის მერთან მიმართებაში, განსაკუთრებით პირველ და მეორე დღეს, როცა რეალურად არანაირი ინფორმაცია არ არის, ოპოზიციის ნაწილის მხრიდან იყო პოლიტიკური სპეკულაცია, თუმცა ეს არ ამართლებს ის, რაც დღეს კალაძემ წამოაყრანტალა”, – განაცხადა კახა კუკავამ.


შეგახსენებთ, დიღმის ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელსაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა კახა კალაძის პასუხისმგებლობაზე ისაუბრა. დედაქალაქის მერმა საპასუხოდ ხაბეიშვილს მთაწმინდიდან გამოქანება, ხოლო სააკაშვილს ამსტერდამიდან გამოქანება ურჩია.


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.