Header Ads

ეროვნული კინოცენტრი საკონკურსო ფონდებს...

ეროვნული კინოცენტრი საკონკურსო ფონდებს...

კინო



საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი 3 საკონკურსო ფონდს დაფინანსებას უზრდის. ინფორმაციას კინოცენტრის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამის შესახებ 1tv.ge წერს.


კინოცენტრის პრესამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, 2019-2020 წლების სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის, სრულმეტრაჟიანი მხატვრული ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოებისა და სრულმეტრაჟიანი სადებიუტო მხატვრული ფილმის კონკურსისთვის დაფინანსება 200,000 ლარით გაიზარდა. აქამდე სრულმეტრაჟიანი ქართული ფილმის წარმოებისთვის 1,000,000 ლარით იყო განსაზღვრული. 200 ათასი ლარით გაიზარდა სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის კო-პროდუქციის წარმოების დაფინანსებაც და საკონკურსო ფონდის ბიუჯეტმა 1,100,000 ლარი შეადგინა. 


2,845,000 ლარით გაიზარდა საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დაფინანსებაც და მთლიანობაში 7,545,000 ლარი შეადგინა.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.