Header Ads

"ხელისუფლებისგან სახლს, ან მიწის...

"ხელისუფლებისგან სახლს, ან მიწის...

 (რეზონანსი) ლიბიაში ნაოსნობის დროს გარდაცვლილ 23 წლის დავით რაზმაძეს სამშობლოში თებერვლის შუა რიცხვებამდე გადმოასვენებენ. მეზღვაურის დედა ნინო ცეცხლაძე, რომელიც კვიპროსზე ცხოვრობს უკვე გორში მშობლების სახლშია და შვილის გადმოსვენებას ელოდება.


ცეცხლაძე “პრაიმტაიმთან” ინტერვიუში აცხადებს ,რომ მისი შვილი მოკლულია, ის ლიბიის ხელისუფლების ვერსიას არ ენდობა და ცხედრისთვის ექსპერტიზის ჩატარებას საქართველოში გეგმავს.


რაზმაძეების ოჯახი ერედვიდან არის. მათ საცხოვრებელი 2008 წელს აგვისტოს ომის შემდეგ დაკარგეს. ცეცხლაძის განცხადებით ის ხელისუფლებისგან იმას ითხოვს რაზეც მისი შვილი ოცნებობდა.


„დათუნას ოცნება საკუთარი სახლი იყო, ჩვენთვის ხელისუფლებას თავშესაფარი არ მოუცია. ის სანაოსნოდ წავიდა. სურდა, დიდი მეზღვაური გამოსულიყო და ეყიდა სახლი, სადაც ერთად ვიცხოვრებდით. მე ვაპირებ ჩემი შვილის ოცნება ავასრულო და ხელისუფლებისგან სახლს ან მიწის ნაკვეთს ვითხოვ, რათა ჩემი შვილის დატირება საკუთარ კერაში შევძლო”, – აცხადებს გარდაცვლილის დედა.


გარდაცვლილი დათუნა რაზმაძის მამა, ზაზა რაზმაძე 2008 წლის ომის გმირია, მან სამი ომი გამოიარა, იბრძოდა აფხაზეთში და ორჯერ ცხინვალში. ზაზა რაზმაძე ბოლოს კოტეჯებში ცხოვრობდა და უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა.


23 წლის დავით რაზმაძე ლიბიის 7 იანვარს გაუჩინარდა, ის გარდაცვლილი 14 იანვარს იპოვეს.


 


 


“პრაიმტაიმი”


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.