Header Ads

ამოცანა არის ერთი ივანიშვილზე განათლებული...

ამოცანა არის ერთი ივანიშვილზე განათლებული...


ამოცანა არის ერთი ბიძინა ივანიშვილზე განათლებული არავინ უნდა იყოს ამ ქვეყანაში, ამის შესახებ დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ რადიო „პალიტრის ეთერში, გადაცემა „შუადღის სტუდიაში განაცხადა.


როგორც გუბაზ სანიკიძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი ფსონს დებს მოსახლეობის იმ ნაწილზე, რომელიც არის „უსაქმური, გაუნათლებელი, რომელსაც სწავლა, შრომა არ უნდა.



„ჩვენი ხალხის უპასუხისმგებლო ნაწილზე აკეთებს ფსონს. რაც შეეხება განათლებას, ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე გაუნათლებელი ერი მსოფლიოში. ესეც ჩვენი მატარებელი მოვიდა დეპოში. ამ განათლებით სოხუმში ვერ დავბრუნდებით. ესეც კარგად ვიცოდეთ. ჩვენი ახალგაზრდობის ერთი ნაწილი წელებზე იდგამს ფეხს, რომ ისწავლოს და ხელისუფლება მეორე ნაწილს უწყობს ხელს, უვიცს, უწიგნურს და გაუნათლებელს. მშრომელს, ნიჭიერს ხელს უშლის და უვიცს, უწიგნურს და უსაქმურს ხელს უწყობს.




ამოცანა არის ერთი ბიძინა ივანიშვილზე განათლებული არავინ უნდა იყოს ამ ქვეყანაში. ეს არის მარტივი და მიდის ასე. არჩევნები აქვს მოსაგები და რა ხდება? უპასუხისმგებლო მშობელი, რომელიც დაკავებულია შვილის გაზრდით და არა აღზრდით, ერთადერთი მიზანი აქვს, რომ დიპლომი ჩაიდოს ჯიბეში რომ მერე იქნებ სადმე „შეაკვეხოს, „შემკვეხებელი მშობლის ხმების მოსაპოვებლად აკეთებენ ამას. სახელმწიფო უბიძგებს უმეცრებისკენ. 1000 წლის წინ გიორგი ათონელმა ანდერძი დაგვიტოვა: ჩვენს მეზობლებს რიცხვით ვერ ვაჯობებთ, უნდა ვაჯობოთ მწიგნობრობით, განაცხადა სანიკიძემ.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.