Header Ads

ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით...

ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით...


შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, 7 იანვარს, საშობაო ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით თბილისის რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება.


კერძოდ, 11:00 საათიდან ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, 14:00 საათიდან კი რუსთაველის გამზირზე, პუშკინის ქუჩაზე, ბარათაშვილის აღმართზე, ავლაბრის მოედანზე, მესხიშვილის, გონაშვილის და სამრეკლოს ქუჩებზე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება.


როგორც შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აღნიშნულ ქუჩებზე ავტომანქანების გადაადგილებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაარეგულირებენ და მოძრაობა საშობაო ალილოს დასრულებისთანავე განახლდება.


წყარო: marshalpress.ge


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.