Header Ads

ელისაშვილი: სპექტაკლის შემდეგ თეთრ ცხენზე...

ელისაშვილი: სპექტაკლის შემდეგ თეთრ ცხენზე...




ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებელმა ალეკო ელისაშვილმა პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა.



ელისაშვილი იმ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ვაკის პარკში სასტუმრო ბუდაპეშტი აღარ აშენდება. აღნიშნული გადაწყვეტილება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ინვესტორთან მოლაპარაკების შემდეგ გააჟღერა.


ძალიან კარგია ის, რომ ვაკის პარკში სასტუმრო აღარ ასენდება. ამ გამარჯვებას ვულოცავ ყველას, განსაკუთრებით კი პარტიზან მებაღეებს, რომლებიც ყველაზე თავგანწირულები იყვნენ. ზამთარში ღამეებს ათევდნენ კარვებში. ყველას ვულოცავ ვინც იქ აქციაზე დადიოდა, ვინც გვგულშემატკივრობდა და ვისაც უნდოდა, რომ ვაკის პარკი არ გახდარიყო სამშნებელო პოლიგონად. ეს კარგია, უბრალოდ მე იმას ვამბობ, რომ ამის გაკეთება ქალაქის მერს არჩევიდან მეორე დღესვე შეეძლო.


იმის გამო, რომ კალაძეს ფეხი დაუცურდა ამ გაექანე-გამოექანეს შემდეგ დრამა შექმნეს და ეს სპექტაკლი გაათამაშეს. უცბად გაყოყოჩებული ინვესტორი გამოხტა დოინჯშემორტყმული და თქვა, რომ აუცილებლად ავაშენებო. რა უფლებამოსილების ფარგლებში ამბობდა, რომ აუცილებლად ააშენებდა?! მერე უცბად კალაძე გამოვიდა, სამოქალაქო აქტივისტებო მიშველეთ, გვერდში დამიდექით, ერთი შეხვედრა, მეორე შეხვედრა და ბოლო ბოლო თეთრ ცხენზე ამხედრებულმა ქალაქის მერმა გვითხრა, რომ სასტუმრო აღარ აშენდებაო. ძალიან მარტივად გაირკვა, შესთავაზა რაღაც ტერიტორია. აქამდე შეეთავაზებინა და არც ჩვენ მოგვეშლებოდა ნერვები და არც სხვების. ეს იმისჯის გამოსწორების მცდელობა იყო. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში კარგია ეს. იმის მიუხედავად, რომ სპექტაკლი დადგა კალაძემ, მაინც შესაქები ამბავია კალაძის მიმართ, განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.