Header Ads

ბესელია, ფოფხაძე და გოგიჩაიშვილი მომავალი...

ბესელია, ფოფხაძე და გოგიჩაიშვილი მომავალი...


ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხზე მომავალი კვირიდან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავენ.


აის შესახებ განცხადება დღეს ჟურნალისტებთან ეკა ბესელიამ გაკეთა და აღნიშნა, რომ შეხვედრების სურვილი უკვე ბევრმა ადამიანმა გამოთქვა.



შემდეგი კვირიდან დავიწყებთ შეხვედრებს სხვადასხვა ჯგუფებთან, ვინც გამოთქვამს მზადყოფნას, იყოს ამ პროცესის თანამონაწილე. ეს არის პროფესიული წრეები, აკადემიური წრეები, სამოქალაქო საზოგადოება, რომლებსაც აქვთ ინტერესი, იყვნენ თანამოაზრე ამ პროცესში. ასეთი შეხვედრების დაგეგმვას ვაპირებთ შემდეგ კვირაში. ბევრი ადამიანია შეხვედრების მსურველი. გავმართავთ ასეთ შეხვედრებს, რათა საკითხი არ ჩაიკეტოს ერთ გუნდში და მისი განხილვა ღია იყოს, განაცხადა ბესელიამ.



ამასთან, მან ისიც თქვა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთანაც აპირებს შეხვედრას.


წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.