Header Ads

ქუთაისის აეროპორტში სატვირთო ტერმინალი...

ქუთაისის აეროპორტში სატვირთო ტერმინალი...

ქუთაისის აეროპორტი



ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სატვირთო ტერმინალი აშენდება. მშენებლობისთვის თანხა ევროკავშირმა გამოყო, ჯამში 61 მილიონი ევროს ოდენობით. 


დღეს საქართველოში ავიატვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი იღებს. 


ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, 2018 წელს 617,342 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 52%-ით მეტია.


2018 წლის დეკემბერში ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 127%-ით გაიზარდა. რაც შეეხება რეისების რაოდენობას, ზრდა ამ მიმართულებითაც ფიქსირდება: 2018 წლის დეკემბერში 191 რეისი შესრულდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 93 %-ით მეტია.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.