Header Ads

„რომ წავიდნენ, სად წავიდნენ? ამიტომ...

„რომ წავიდნენ, სად წავიდნენ? ამიტომ...

 ექსპერტი გია ხუხაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შეფასებისას აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნებიდან“ არავის არ უნდა წასვლა  და შესაბამისად ყველა იბრძოლებს იმისთვის, რომ დარჩეს. სახელმწიფოსთვის კი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, გარიცხავენ თუ არა გუნდიდან ეკა ბესელიას. 


“ამ სხდომიდან არაფერს არ ველოდი.  დაახლოებით წარმოდგენილი მქონდა სცენარი. „ქართული ოცნება“ გახლავთ, პარაზიტული წარმონაქმნი, რომელიც პარაზიტირებს ივანიშვილის რესურსებზე. შესაბამისად, მკვებავი სხეულიდან მოშორება, არც ერთ პარაზიტს არ უნდა და ადგილის შენარჩუნებისთვის ბოლომდე  იბრძოლებენ.


რა თქმა უნდა, პრინციპები კარგია, მაგრამ პრინციპები მაშინ არის კარგი, თუ კეთილდღეობას შეინარჩუნებ. ასე უდგება „ქართული ოცნების“ ყველა წევრი პროცესს. თუ წიხლით არ გააგდეს ვიღაც, ბუნებრივია, ბოლომდე იბრძოლებენ მის ქვეშ საკუთარი ადგილის შესანარჩუნებლად.  ეს არის მათი მოღვაწეობის ამოსავალი წერტილი. გამოსავალი გახლავთ ის, რომ პერსპექტივა არავის არ აქვს. როგორც კი ივანიშვილს შორდებიან, მაშინვე საპნის ბუშტებივით სკდებიან. ლიდერების გენერაცია ამ პარტიაში არ მომხდარა. შესაბამისად, რომ წავიდნენ, სად წავიდნენ? ამიტომ ეპოტინებიან ბოლომდე“, – განუცხადა “2020NEWS“-ს ხუხაშვილმა.


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.