Header Ads

ბათუმში ძლიერი ქარის დროს დაშავებული კაცი...

ბათუმში ძლიერი ქარის დროს დაშავებული კაცი...

ბათუმის სამედიცინო ცენტრი



ბათუმში ძლიერი ქარის დროს დაშავებული 54 წლის კაცი გარდაიცვალა. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.


კაცს ქალა-ტვინის დახურული ტრავმა და გულმკერდის არეში შინაგანი ორგანოების დაჟეჟილობა აღენიშნებოდა.


დაშავებული სამედიცინო ცენტრში მართვით სუნთქვაზე იყო. ის ბათუმის მერიის თანამშრომელი იყო.


ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება მეორე დაშავებული. 60 წლის კაცს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. 


4 იანვარს ბათუმში ძლიერი ქარის გამო ცხრასართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან თუნუქის ფურცლების ჩამოვარდნის გამო ორი ადგილობრივი დაშავდა. დაზიანდა ორი ავტომობილიც.




წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.