Header Ads

ველისციხის ინციდენტის მონაწილე კიდევ ერთი...

ველისციხის ინციდენტის მონაწილე კიდევ ერთი...



სამართალდამცავები თენგიზ ჯანიაშვილს, 16 დეკემბერს ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერის, შოთა დალაქიშვილის ცემას ედავებიან. ადვოკატის, სიმონ ოსიაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.


მომხდარზე გამოძიება სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.


ჯანიაშვილის მსგავსად, დალაქიშვილის ცემის გამო, პოლიციამ მომხდარიდან რამდენიმე დღეში, სოფელ ველიცისციხეში მცხოვრები გოჩა მაისურაძე და მამუკა უსინაშვილიც დააკავა. ორივე მათგანი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა.


16 დეკემბერს, გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტებში ნაციონალური მოძრაობის საპროტესტო აქციების დროს 10-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა.


ამ დღეს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუციასა და ბიბლიაზე ფიცი დადო და ამ რანგში პირველი სიტყვაც წარმოთქვა.


აქციის დროს დაშავდნენ პოლიციელები. მათთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დაკავებულია კიდევ 2 ადამიანი, მათგან ერთი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი სახე დავით კირკიტაძეა.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.