Header Ads

(ვიდეო)დავგეგმავთ საქართველოში ჩასვლის...

(ვიდეო)დავგეგმავთ საქართველოში ჩასვლის...


მთელი ისტორიის განმავლობაში არ ყოფილა ქართველების ასეთი გადინება საქართველოდან, -ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.



მინდა, გავახილოთ თვალები და დავინახოთ, რომ საქართველო იცლება. ივანიშვილის აქვს შეგნებული პოლიტიკა, რომ საქართველო გადააქციოს თავის საკარმიდამოდ, სადაც ქართველები როგორც ერი, როგორც ხალხი, როგორც მოქალაქეები არიან სრულიად ზედმეტები,- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქ ლაივის ჩართვისას.



სააკაშვილი უცხოეთში მყოფ ქართველებს მოუწოდებს ორ ლოკაციაზე შეკრებისკენ, სადაც იმსჯელებენ საქართველოში დაბრუნების გეგმებზე.



ამერიკაში მყოფი ქართველები მოსამზადებელი შეხვედრისთვის ვიკრიბებით ბრუკლინში, ნაციონალში 20 იანვარს, გვაქვს დიდი შეკრება და 10 თებერვალს ლიეჟში, ევროპის ცენტრში, ბრიუსელთან ახლოს ვიწვევთ სრულიად ქართველთა მსოფლიო კრებას. დავგეგმავთ ჩვენს საქართველოში ერთობლივად ჩასვლის თარიღს და პროცესს. ასევე შევარჩევთ ახალ ხალხს, გამოცდილებით გამდიდრებულებმა გავაძლიეროთ და ხელახლა ფეხზე დავაყენოთ საქართველო,- დასძენს სააკაშვილი.




წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.