Header Ads

შეწყალების კომისია უქმდება

შეწყალების კომისია უქმდება


შეწყალების კომისია უქმდება. როგორც 2020NEWS-თვის გახდა ცნობილი, მოქმედი კომისიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია და შესაბამის ბრძანებას სალომე ზურაბიშვილი 8 იანვარს მოაწერს ხელს.


სააგენტოს ინფორმაციით, ახალი კომისია, რომელიც მომავალში შეიქმნება, ახალი წესით დაიწყებს ფუნქციონირებას და მისი საქმიანობა აქამდე მოქმედი შეწყალების კომისიის საქმიანობისგან განსხვავებული იქნება.


ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სავარაუდოდ, 14 იანვარს გააკეთებს.


ან დრომდე არაფერია ცნობილი კომისიის ახალი შემადგენლობის შესახებ. ფაქტია, რომ კომისიის გაუქმების შემდეგ, მისი დღეს მოქმედი წევრების უფლებამოსილება ავტომატურად შეწყდება.


ვინ იქნება შეწყალების კომისიის ახალი თავმჯდომარე და ვის შესთავაზებენ ახალ კომისიაში მუშაობას, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ საკითხზე მომავალი კვირიდან იმსჯელებენ.


როგორც 2020NEWS-მა გაარკვია, ამ დრომდე, არც ერთ კანდიდატურასთან დაკავშირებით, კონსულტაციები დაწყებული არ არის.


შეგახსენებთ, 3 იანვარს შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობიდან გადადგა ზვიად ქორიძე. წევრობაზე ასევე უარი განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა. კომისია დატოვა კიდევ ორმა წევრმა.


შესთავაზებენ თუ არა შეწყალების კომისიის ახალ შემადგენლობაში ძველ წევრებს მუშაობის გაგრძელებას, ამ დრომდე უცნობია.


წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.