Header Ads

ჩვენ დავდებთ მილიონზე მეტ ხელმოწერას და...

ჩვენ დავდებთ მილიონზე მეტ ხელმოწერას და...


ოპოზიცია არჩევნების პროპორციული გზით ჩატარების მოთხოვნის გარშემო ერთიანდება. „ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგი უგულავას თქმით, პარლამენტის შერეული სისტემით არჩევა არის ყველაზე ცუდი, ყველაზე არადემოკრატიული და არაპრეზენტაბელური მოდელი, რომელიც იწვევს ყველა იმ ეკომონიკურ თუ პოლიტიკურ უბედურებას რაც ქვეყანაშია.



“საქართველოს პარლემენტი 1995 წლიდან წლიდან ირჩევა შერეული სისტემით. შერეული სისტემა არის პროპორციული და პარალელურად მაჟორიტარული. ეს არის ყველაზე ცუდი, ყველაზე არადემოკრატიული , ყველაზე არაპრეზენტაბელური მოდელი, რომელიც იწვევს ყველა იმ ეკომონიკურ თუ პოლიტიკურ უბედურებას, რასაც ჩვენ ვხედავთ ყოველწლიურად ჩვენს ქვეყანაში 1995 წლიდან მოყოლებული. იმიტომ, რომ ეს არის სისტემა, რომელიც გამარჯვებულ პარტიას აძლებს საშუალებას მოიპაროს იმდენი ხმა, რომ გააკონტროლოს გაცილებით იმაზე მეტი, ვიდრე მას რეალური მხარდაჭერა აქვს. ეს არის საკონსტიტუციო უმრავლესობის წყევლა, რომელიც ახლაც გვაქვს და ადრეც გვქონდა, რაც იწვევს ფარცხალაძეების თარეშს, რაც იწვევს განუკითხაობას, რაც იწვევს იმას, რომ შეიძლება ვირი ზებრად მონათლოს პარლამენტმა, რაც იწვევს იმას, რაც ჩვენ ვნახეთ, ტუალეტის ფურცელზე დაწერილი მოსამართლეების გვარები, რომელიც წინასაახალწლოდ ხალადეცივით უნდა მოერთმია საზოგადოებისთვის კობახიძეს. ეს არის ყველაფერი ის, რისი შეცვლაც გვინდა ჩვენ.“- განაცხადა უგულავამ.



მისი თქმით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ეს არის როგორც პოლიტიკური პარტიების, ასევე საზოგადოების არჩევანიც:



„ჩვენ ვამბობთ და ამას მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, რომ პარლამენტი, ანუ რეალური ძალაუფლების წყარო უნდა აირჩეს პროპორციულად და პარტიებს უნდა ჰქონდეთ იმდენი ხმა პარლამენტში, რამდენი ადამიანიც უჭერს მათ მხარს პროპორციულად. ჩვენ შევაგროვებთ მილიონზე მეტ ხელმოწერას ხელმოწერას და დავანახევთ ხელისუფლებას , რომელიც ატყუებს საკუთარ მოსახლეობას , შეუძლებელია მოსახლეობა დაარწმუნო იმაში, რომ თუ რამე არის კარგი 2024 წელს ის შეუძლებელია კარგი არ იყოს 2020. ჩვენ 2024 წელს კონსტიტუციის მიხედვით უკვე გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე, ვერ აუხსნის საზოგადიებას ვერც ივანიშვილი და ვერც კობახიძე რატომ არის რაც არის 2024 ში კარგი ქვეყნისთვის, რატომ არ არის კარგი და რატომ არის ის ცუდი 2020 ში. ჩვენ დავდებთ მილიონზე მეტ ხელმოწერას და ვაიძულებთ ამ ხელისუფლებას, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს პროპორციულად “-განაცხადა უგულავამ.



შეგახსენებთ, დღეს სასტუმრო თბილისი მერიოტში პოლიტიკური პარტიების ერთობლივი ღონისძიება იმართება, რომელზეც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით ერთობლივ დოკუმენტს მიიღებენ და ხელს მოაწერენ, შემდეგში კი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით პარტიები ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებენ.


წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.