Header Ads

აქცია "ოცნების" ოფისთან –...

აქცია "ოცნების" ოფისთან –...

 (რეზონანსი) “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან სხვადასხვა მოთხოვნით აქცია იმართვბა. აქციის მონაწილეები პარტიის ოფისში შესვლას ცდილობენ.


ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, რომლებიც მოქალაქეებს ოფისში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.


აქციის მონაწილეების ნაწილი სასამართლოს სისტემაში მიმდინარე პროცესებს აპროტესტებს.


მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისთან შეკრებილები არიან შპს “საქართველოს” მიერ დაზარალებული მეანაბრეები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვენ.


ასევე პარტიის ოფისთან იმყოფებიან სს “ბავშვთა სამყაროში” გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები, რომლებიც დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.


“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში ამ წუთებში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება.


 


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.