Header Ads

”ჩემი ძმა ამბობს, რომ სათითაოდ შეამოწმეს...

”ჩემი ძმა ამბობს, რომ სათითაოდ შეამოწმეს...


დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების საქმესთან დაკავშირებით „ყაზტრანსგაზ-თბილისის დაკავებული თანამშრომლის, თორნიკე ტატიშვილის და, თეონა ტატიშვილი აცხადებს, რომ მისმა ძმამ ყველა წესის დაცვით შეამოწმა ტერიტორია, თუმცა, გაზის გაჟონვა არ დაფიქსირდა. ის არასწორს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს, ლიფტის არმუშაობის გამო, მათ ყველა სართულზე ასვლა დაეზარათ.


„ეს ნამდვილად სწორი არ არის. ყველაფერი შეამოწმეს, ფეხით ავედითო მეც და ჩემი მეწყვილეც მეცხრე სართულამდეო, ამბობს ის. ამბობს, რომ ყველა წესის დაცვით შეამოწმეს ტერიტორია აპარატით, ყნოსვითაც, პირველი სართულიდან მეცხრე სართულის ჩათვლით, ფეხით ავიდნენ, რადგან იმ მომენტში ლიფტი არ მუშაობდა. სათითაოდ შეამოწმეს ყველა სართული, არ დაფიქსირდა სუნი, არც აპარატმა დააფიქსირა გაჟონვა, ამიტომ წავიდნენ სხვა გამოძახებაზე, სადაც ამ აპარატმა დააფიქსირა, რომ იყო გაჟონვა და მოხდა კიდეც რეაგირება. მან შეასრულა თავისი მოვალეობა ყველა წესის დაცვით. იმ მომენტში, როცა ისინი მივიდნენ იქ, რამდენიმე ბიჭიც იყო და აღნიშნეს კიდეც, რომ ახლა სუნი ნამდვილად აღარ არისო, აცხადებს ტატიშვილი.


წყარო: marshalpress.ge


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.