Header Ads

მცდელობა იქნება, შეზღუდოს მაქსიმალურად...

მცდელობა იქნება, შეზღუდოს მაქსიმალურად...


პატრიარქის ეპისტოლეში განხილული სიტყვის თავისუფლების საკითხი ხელისუფლებამ შესაძლოა მედიისთვის გარკვეული შეზღუდვების დაწესებისთვის გამოიყენოს ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა აცხადებს.


ბოკუჩავა ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პატრიარქის აზრისა და სიტყვების ინტერპრეტირება სწორედ ამგვარად მოახდინა.


ბოკუჩავას თქმით, კობახიძის განცხადება, რომ სიტყვის თავისუფლების სახელით ცილისწამება და შეურაცხყოფა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და ამ მიმართულებით სერიოზული სამუშაოა გასაწევი, სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ ხელისუფლება ეცდება განსხვავებული აზრი სხვადასხვა რეგულაციებით მაქსიმალურად შეზღუდოს.


„ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ რიტორიკა ყველაგან და ყოველთვის იყოს მისი სურვილის შესაბამისი. მას არ მოსწონს ოპოზიცია, იმიტომ რომ ისინი განსხვავებულ აზრს აფიქსირებენ, არ მოსწონს რუსთავი2, იმიტომ რომ ის აშუქებს რეალობას და არა იმ ვირტუალურ რეალობას ,რომელსაც ის ცდილობს, რომ შექმნას მათ შორის სახელისუფლებო არხების მახინჯად გამოყენებით და შესაბამისად მისი მცდელობა იქნება ის, რომ შეზღუდოს მაქსიმალურად განსხვავებული აზრის გამოხატვის შესაძლებლობა. ის, რომ კობახიძე ასეთ ინტერპრეტაციას გვთავაზობს პატრიარქის სიტყვების, სამწუხაროდ, ამაზე მიუთითებს. რამდენად გაბედავენ ამას ეს საზოგადოების პასუხიდან გამომდინარე იქნება,-ამბობს თინა ბოკუჩავა.


როგორც საშობაო წერილში ილია მეორე აღნიშნავს, სიტყვის თავისუფლებით, ხშირად ადამიანები ბოროტად სარგებლობენ და არ ერიდებიან სხვისი დამცირების მიზნით, მათ უსაფუძვლოდ შეურაცხყოფას. როგორც ეპისტოლეშია აღნიშნული, ხშირად სწორედ სიტყვით თავისუფლებით იფუთება მიზანმიმართული ტყუილიც. ეპისტოლეს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად სერიოზული ზომების მიღებაა საჭირო.


წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.