Header Ads

ეკა ბესელია: ვერავინ შემაჩერებს

ეკა ბესელია: ვერავინ შემაჩერებს

ეკა ბესელია



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ეკა ბესელიას განცხადებით, ის ამას ელოდა და ასეთი ქმედებები მას პოზიციას არ შეაცვლევინებს.


‘ჩემთვის ეს არის ახალი შინაგანი მდგომარეობა და მე მხდის შეუვალს. ველოდი ამას, ამისთვის მზად ვიყავი, გავიმეორებ მათთვის ვინც დგას ამის უკან: არ არსებობს ძალა, რომელიც მე შემაჩერებს და პოზიციას შემაცვლევინებს ვიდრე ცოცხალი ვარ. ამიტომ ვინც გადაწყვიტა ასეთი ფორმით ჩემთან ანგარიშსწორება უკვე დამარცხებულია’, – განაცხადა ეკა ბესელიამ. 


დეპუტატმა ის ჯგუფებიც დაასახელა, ვისზეც ფიქრობს, რომ ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან შეიძლება ჰქონდეს კავშირი. 


‘მე ვავიწროვებ იმ წრეს, ვის ინტერესებშიც შედიოდა ასეთი ანგარიშსწორება. ვისი ხელწერაა ეს? ეს არის სააკაშვილის რეჟიმი, დღეს მე მათაც არ გამოვრიცხავ, თუმცა ამ ჯგუფს დაემატა ისინი, ვისთანაც მაქვს ღია კონფლიქტი და მათ შორის, ვინც მოსამართლეთა ამ ჯგუფს ლობირებს და ემეგობრება.


ეს მასალა დევს სისხლის სამართლის საქმეში, ეს საქმე სააპელაციო სასამართლოშია. მოსამართლეები ღია პოლიტიკურ პროცესში შემოვიდნენ და თავისი თავი გაშიფრეს. მე არ გავუსწრებ მოვლენებს, ველოდები რას დადებს გამოძიება. ვის არ აწყობდა? ძალოვან უწყებებს. მე მაქვს უფლება მქონდეს ეჭვი. მე ვუპირისპირები იმ ჯგუფს სასამართლოში, რომელიც თავად ანგრევს სასამართლოს დამოუკიდებლობას. მე არ ვუპირისპირდები პროკურატურას, მე ვუპირისპირდები სასამართლოს იმ ჯგუფს, ვისაც აქვს დღეს სასამართლოს დამოუკიდებლობა აქციოს პირად ინტერესად’, – განაცხადა ეკა ბესელიამ. 


პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ხელახლა გავრცელება დაიწყო, თუ აქამდე ფარული ჩანაწერები დახურული ჯგუფებით ვრცელდებოდა, ახლა მას საჯაროდ აქვეყნებენ. საქმე უმრავლესობის დეპუტატის პირად სივრცეს ეხება, საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი შსს-სგან დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს.


ფრაქცია „ქართულმა ოცნებმა“ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.


დეპუტატი დავით ჭიჭინაძე, რომელმაც ამის შესახებ პირველმა თქვა და შსს-ში უკვე გამოიკითხა, მიიჩნევს, რომ ეს სასამართლოს სიტემიდან ვრცელდება. 


 


შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ახალი ფარული ვიდეოჩანაწერი დაბლოკა და მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 157-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს. 



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.