Header Ads

„შედეგიანი შეხვედრა იყო ქუცნაშვილის თქმით,...

„შედეგიანი შეხვედრა იყო ქუცნაშვილის თქმით,...


„ძალიან შედეგიანი შეხვედრა იყო. შემიძლია გითხრათ, რომ ორდღიანი მუშაობა გადის ფინიშზე და საბოლოო გადაწყვეტილებები იქნება ისეთი, როგორიც ქართულ საზოგადოებას სურს,“ ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა გააკეთა.


ზაქარია ქუცნაშვილმა სხდომა ერთ-ერთმა პირველმა დატოვა და შეკრებიდან გამოსულმა აღნიშნა, რომ ის შეხვედრით კმაყოფილია.


დეპუტატის თქმით, რამდენიმე მთავარ პრინციპზე შეთანხმდნენ, თუ როგორ უნდა მოხდეს უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამსაწესებელი მოსამართლეების შერჩევა. ქუცნაშვილის თქმით, ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რომ შერჩევის პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს და ასევე, დეპუტატებს კენჭისყრის დროს სრული თავისუფლება ჰქონდეთ.



„საზოგადოება ითხოვს, რომ ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად საჯარო და გამჭვირვალე, ამიტომ, ჩვენ ვთანხმდებით, რომ ღია კონკურსის გზით მოხდეს კანდიდატების შესვლა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რომ შემდეგ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაასახელოს ისინი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად, ამით თანასწორობის პრინციპი დაცული იყოს, რომ ყველა მსურველს მიეცეს თავის თავის ნომინირების უფლება და ამ კონკურსში მონაწილეობის უფლება. მეორე სახელმძღვანელო პრინციპი არის ის, რომ სწორედაც იმ კრიტერიუმების და მათ შორის, კეთილსინდისიერების კრიტერიუმების 5-ვე ასპექტის ჭრილში იქნება განხილული საპარლამენტო კომიტეტებში და პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მესამე, რომ პარლამენტის ყველა წევრი იქნება თავისუფალი კენჭისყრის დროს და მიიღებს ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას ინდივიდუალურ პერსონასთან მიმართებაში,“ განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილი.



„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ამ წუთებშიც გრძელდება, სადაც განხილვის ძირითად თემას უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ გამწესება წარმოადგენს.


წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.