Header Ads

დახურული შეხვედრა კაჭრეთში ოცნება...

დახურული შეხვედრა კაჭრეთში ოცნება...


კაჭრეთში, სასტუმრო ამბასადორში საპარლამენტო უმრავლესობის და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები არიან შეკრებილი.


ოფიციალური ინფორმაციით, გაფართოებულ შეხვედრაზე სამომავლო გეგმებზე მსჯელობენ, თუმცა სავარაუდოა, რომ განხილვის მთავარი თემა ეკა ბესელიას პარტიიდან გარიცხვაა. არსებული ინფორმაციით, შეხვედრა ბოლო პერიოდში მიმდინარე მწვავე საკითხებს უკავშირდება და მათ შორის ასევე განიხილება მოსამართლეთა სია.


შეხვედრას ესწრება პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი.


შეხვედრას არ ესწრება ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე, თუმცა როგორც მამუკა მდინარაძე აცხადებს, საკითხები რომელიც განიხილება არ საჭიროებს ყველა დეპუტატის დასწრებას. მისივე თქმით, ეს არის ერთგვარი სემინარი და არ განიხილება ის საკითხები, რომელიც უმრავლესობის შიგნით დაპირისპირებას ეხება.


მდინარაძე ირწმუნება, რომ დახურულ შეხვედრაზე პარტიიდან ბესელიას გარიცხვაზე არ მსჯელობენ.



ტარდება სემინარი, შეხვედრა როგორც იცით ჩართულები არიან უცხოელი სპეციალისტებიც იმასთან დაკავშირებით, რომ გაუმჯობესდეს კოორდინაცია საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის. არის გარკვეული კონკრეტული თემებიც. ძირითადად არის კოორდინაციის და მენეჯმენტის გაუმჯობესება. ეს არის დანერგილი პრაქტიკა დასავლეთის ქვეყნებში, ევროპის ქვეყნებში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს სემინარი ამ კოორდინაციის გააუმჯობესებს. საერთოდ არ ყოფილა ის ამბები რაც უმრავლესობაში არის კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, როდესაც ეს სემინარი იგეგმებოდა. ამიტომ არაფერ შუაში არ არის ეს თემა შემიძლია დაზუსტებით გითხრათ. კონკრეტული სია იმ გადაწყვეტილებასთან, რაც მაგალითად მიიღო ფრაქციამ რამდენიმე დღის წინ არაფერ შუაში არ არის. აქ იყო გუნდურობის პრინციპზე საუბარი და აქ იყო რეგლამენტის წესების დარღვევაზე საუბარი. რაც შეეხება ცალკე თემას მოსამართლეების ჩვენ ვთქვით რომ პარლამენტმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რომ დაჩქარებული წესით ამ საკითხის განხილვა არ იქნებოდა სწორი და გადაწყვეტილებაც იყო შესაბამისი. არც ერთი სიტყვა და არც ერთი შიდა კამათი არ შეხებია კონკრეტულ პერსონებს,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.