Header Ads

ორსულებსა და რისკჯგუფში მყოფ პირებს კერძო...

ორსულებსა და რისკჯგუფში მყოფ პირებს კერძო...


ჯანდაცვის სამინისტრომ, H1N1 ვირუსის სამკურნალო პრეპარატის დამატებითი დოზა შეიტანა. პრეპარატი ორსულების სამკურნალოდაც დასაშვები იქნება. ე.წ. ღორის გრიპის ეპიდაფეთქება ბოლო პერიოდში შედარებით შესუსტდა, თუმცა კლინიკებში უმძიმეს მდგომარეობაში კიდევ 48 პაციენტი რჩება.


წამოვიდა კერძო სექტორიც, ისინი ყოველგვარი სასყიდლის გარეშე აცრიან პირველ რიგში ორსულებს და შემდეგ უკვე რისკჯგუფებს“-ამბობს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე.


ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აცრის არცერთი მსურველი ვაქცინის გარეშე არ დარჩება. როგორც ცნობილია, ამ დროისთვის ღორის გრიპით დაავადების მაჩვენებელი გასულ კვირასთან შედარებით შემცირებულია, თუმცა ვირუსის გამწვავებას სპეციალისტები თებერვლის შუა რიცხვებიდან ისევ ელიან.


წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.