Header Ads

მიშას რიტორიკას ყავლი გაუვიდა, ის უკვე არის...

მიშას რიტორიკას ყავლი გაუვიდა, ის უკვე არის...


მიშას რიტორიკას ყავლი გაუვიდა, ის უკვე არის პოლიტიკური გვამი, რომელიც ცდილობს რაღაც დღის წესრიგში იყოს. განაცხადა პროფესორმა თამარ კიკნაძემ ტელეკომპანია ობიექტივი-ს ეთერში.


მანვე უპასუხა წამყვანის კითხვას, რომელიც დაინტერესდა, თუ სააკაშვილის რიტორიკა მოძველდა, რატომ დადგნენ მის გვერდით ის ადამიანები, ვინც თავის დროზე ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ იბრძოდნენ და პარალელურად ქართულ ოცნებასთან ერთად იყვნენ. თამარ კიკნაძის თქმით, მისთვისაც გასაკვირია იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების პოლიტიკური ნაბიჯები, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერაში გამოიხატა.


ეს ძალიან სამწუხაროა, დღეს, ნაციონალური მოძრაობა, სააკაშვილი და ის ოპოზიცია, რომელიც მას ებრძოდა ერთ მხარეს არის. მათ დაავიწყდათ რა შავბნელი პერიოდი გვქონდა და რა დანაშაულებებს სჩადიოდა სააკაშვილი, ამიტომ ძალიან მიკვირს ამ ოპოზიციური ძალების- განაცხადა თამარ კიკნაძემ.


წყარო: marshalpress.ge


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.