Header Ads

ლეიბორისტული პარტიის უფლებადაცვით ცენტრს...

ლეიბორისტული პარტიის უფლებადაცვით ცენტრს...
ჩხარტიშვილი-ნათელაშვილი


უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი ლეიბორისტული პარტიის უფლებადაცვით ცენტრს სათავეში ჩაუდგება. მისი განმარტებით, აღნიშნულ ცენტრს როგორც ადამიანის კონსტიტუციური უფლებების მონიტორინგი, ასევე გარემოზე კონტროლი დაეკისრება.



„ ჩვენ უნდა დავასრულოთ ამ ქვეყანაში ივანიშვილის ქოც-ნაცური, ხელოვნური, ორ პარტიული სისტემა და შევქმნათ ნამდვილი დემოკრატია, რომლის ფლაგმანი იქნება, ღრმად ვარ დარწმუნებული, ლეიბორისტული პარტია, რომელმაც წლების განმავლობაში, სამი რეჟიმის პირობებში მოახერხა, რომ შეენარჩუნებინა როგორც იდეოლოგია, ასევე, თანმიმდევრული, პრინციპული პოზიციები და ვფიქრობ, რომ ერთად კიდევ უფრო მეტს შევძლებთ, იმიტომ, რომ ახლა არის კონსოლიდაციის დრო, რადგან ძალიან მძიმე პერიოდში ვართ შესული, როცა ოლიგარქი ცდილობს საქართველოში საბოლოოდ დაამყაროს ავტორიტარული რეჟიმი,“- აცხადებს ჩხარტიშვილი.



ჩხარტიშვილის მოსაზრებას იზიარებს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი და თანამშრომლობისთვის მზაობას გამოთქვამს.


„მე ძალიან დიდი იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ჩვენ ერთად მოვიცილებთივანიშვილის რეჟიმს და ერთად ავაშენებთ სანატრელ საქართველოს“ აცხადებს ნათელაშვილი.


წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.