Header Ads

ადვოკატი: დიდ დიღომში აფეთქების საქმეზე...

ადვოკატი: დიდ დიღომში აფეთქების საქმეზე...

აფეთქება დიღომში



‘ყაზტრანსგაზ-თბილისის’ დაკავებული თანამშრომლების, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანის ადვოკატი თამარ ჯაფარიძე ამბობს, დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ. 


დაკავებულებს დიღმის მთავარ სამმართველოში ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც გულგრილობას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი. ბრალის დამტკიცების შემთხევაში დაკავებულებს თავისუფლების აღკვეთა ვადით 2-დან 5 წლამდე ემუქრებათ.


შსს-მ დიღომში აფეთქების ფაქტზე „ყაზტრანსგაზის“ ორი თანამშრომელი, 28 წლის თორნიკე ტატიშვილი და 62 წლის ვაზელ მამადიანი დააკავა. 


შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას  სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 220-ე მუხლებით მიმდინარეობს.


დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩის 8 ნომერში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 16 იანვარს, საღამოს მოხდა. შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. 4 წლის ბიჭის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. დაშავებულია 8 ადამიანი.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.