Header Ads

ადვოკატი: ყაზტრანსგაზის დაკავებული...

ადვოკატი: ყაზტრანსგაზის დაკავებული...




ამის შესახებ განცხადება ერთ-ერთი დაკავებულის, თორნიკე ტატიშვილის, ადვოკატმა კურიერთან გააკეთა.



თამარ ჯაფარიძე ამბობს, რომ დიდი დიღმის მე-8 კორპუსში შემოწმება სრულყოფილად, სპეციალური აპარატებით მოხდა და იქ საეჭვო ვერაფერი დაფიქსირდა.


არ აღიარებენ იმიტომ, რომ შემოწმება მოხდა სრულყოფილად, სპეციალური აპარატების და სითხის მეშვეობით და არ დაფიქსირდა გაჟონვის კვალი. არ ვიცი, ჯერჯერობით ვისი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება, დადგეს. ვარაუდის დონეზე, ალბათ, გაჟონვა მოხდა დახურული ბინიდან იმიტომ, რომ სადარბაზოს სრულად იქნა შემოწმებული და არ გამოჩნდა არც სუნი და არც გაჟონვის კვალი,“ განაცხადა ყაზტრნასგაზის თანამშრომლის ადვოკატმა.


ბრიგადა, რომელიც ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე დიდ დიღომში მდებარე კორპუსში იმყოფებოდა, პოლიციამ გუშინ დააკავა.


დიდ დიღომში, ტრაგედიის ადგილზე, ამ დრომდე მიმდინარეობს სამუშაოები. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. გაზის აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა,8 ადამიანი კი დაშავდა.


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.