Header Ads

იურიდიული კომიტეტი მათიკაშვილისთვის...

იურიდიული კომიტეტი მათიკაშვილისთვის...

დავით მათიკაშვილი



14 იანვარს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც დეპუტატები დავით მათიკაშვილისთვის კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის დაკისრების საკითხზე იმსჯელებენ. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.


დღის წესრიგის თანახმად, კომიტეტის ხვალინდელ სხდომაზე მხოლოდ ერთი საკითხის განხილვა იგეგმება – საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 36-ე მუხლის მეხუთე პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დავით მათიკაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების დავალება.


31 დეკემბერს იურიდიულმა კომიტეტმა გედევან ფოფხაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩიეს, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობაც უნდა შეესრულებინა, თუმცა სამ იანვარს ფოფხაძე ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ იურიდიული კომიტეტის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გაიწვია. როგორც მდინარაძემ თქვა, ამ გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილიც დაეთანხმა


ეკა ბესელიამ როგორც თავად თქვა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა 10-კაციანი სიის გამო დატოვა. თუმცა რამდენიმე დღის წინ ‘ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს’ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ 


გადაწყვეტილება ეკა ბესელიას პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავჯდომარის თანამდებობიდან გადადგომისა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე გადანაცვლების თაობაზე ჯერ კიდევ ზაფხულში იქნა მიღებული.


‘ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, გაუგებარი იყო ეკა ბესელიას განცხადება, როდესაც მან 27 დეკემბერს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება მოსამართლეების არჩევის საკითხს დაუკავშირა.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.