Header Ads

ჯვრის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე...

ჯვრის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე...


მცხეთაში, ჯვრის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებმა საქმიანობა განაახლეს. ამბობენ, რომ გადაწყვეტილება გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღეს.


გუშინ მცხეთის მერი ტაძრის წინამძღვარს შეხვდა, თუმცა კონსტანტინე ჭინჭარაულს მოთხოვნა არ შეუცვლია და ის კვლავ კატეგორიულად ეწინააღმდეგება ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობის განახლებას. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის მერია მზად არის ადგილი მოაწესრიგოს და ახალი დახლები ჩადგას.


22 იანვარს მათ ადგილის დასატოვებლად 3-დღიანი ვადა მიეცათ. ამის შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ჯვრის მონასტრის წინამძღვარის, კონსტანტინე ჭინჭარაულის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.