Header Ads

ოპერაცია როდის გაუკეთდება ჯერ არ ვიცით...

ოპერაცია როდის გაუკეთდება ჯერ არ ვიცით...


ნიკოლოზ ჭიჭიკოშვილი, რომელიც ჯერ მთელმა საქართველომ გაიცნო სასაცილო ვიდეოთი, შემდეგ კი მისი ავადმყოფობის ამბავმა ააფორიაქა სოციალური ქსელი, ახლა მშობლებთან ერთად ბელორუსის დედაქალაქ მინსკში იმყოფება.


როგორც რამდენიმე ხნის წინ გაირკვა, ნიკოლოზს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აღმოაჩნდა და თირკმელი უნდა გადაუნერგონ. ოპერციისთვის საჭირო თანხის შესაგროვებლად კი ოჯახს საზოგადოების დახმარება დასჭირდა.
ნიკოლოზის მამის, ზურა ჭიჭიკოშვილის ინფორმაციით, ნიკოლოზს ბელორუსში ახლა გამოკვლვებს უტარებენ.


მდგომარეობა სტაბილურია, ოპერაცია როდის გაუკეთდება, ჯერ არ ვიცით. ოპერაციის გაკეთებამდე, აუცილებელიანიკოლოზმა მკურნალობის კურსი გაიაროს და გამოკვლევები ჩუტარდეს, რათა გართულებები თავიდან ავიცილოთ. ცოტა ხანში დავბრუნდებით საქართველოში და მერე ისევ უნდა ჩამოვიდეთ ბელორუსიაში გამოკვლევების ჩასატარებლად.


გამოკვლევებზე სიარული რომელ ადამინს სიამოვნებს, მითუმეტეს ნიკოლოზს.


შეგახსენებთ, რომ თავის დროზე, პატარა ნიკოლოზ ჭიჭიკოშვილი საზოგადოებამ ტაძარში გადაღებული ვიდეოდან გაიცნო, ბავშვმა პუტკუნა ლოყობითა და გასაოცარი მანერებით ადვილად შეაყვარა ყველას თავი.


წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.