Header Ads

მმართველი გუნდი უკრაინის ავტოკეფალიაზე...

მმართველი გუნდი უკრაინის ავტოკეფალიაზე...

ირაკლი კობახიძე



უკრაინის ეკლესიის მიერ ავტოფეკალიის მოპოვებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ამ საკითზე ოფიციალური განცხადება გაკეთდება. პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ისაუბრეს როგორც საქართველოს საპატრიარქოსთან, ასევე უკრაინელ მეგობრებთანაც.


‘ეს იქნება ფორმატი, რომლის ფარგლებშიც ჩვენს გზავნილებს განვაცხადებთ’, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


პარლამენტის ფრაქცია ‘ქართული ოცნების’ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის თქმით, ის ამ საკითზე კომენტარს ვერ გააკეთებს იქამდე, სანამ საქართველოს საპატრიარქო არ დააფიქსირებს ოფიციალურ პოზიციას.


‘ჩვენ ბუნებრივია ველოდებით ეკლესიის პოზიციას. არ შეიძლება, რომ თქვენს წინაშე გავაკეთო კომენტარები ამ საკითხზე, ვიდრე არ გააკეთებს მართლმადიდებლური ეკლესია განცხადებას. ველოდებით სინოდს და ისინი დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციას. ამ საკითხზე დამატებითი აჟიოტაჟის შექმნა ხელოვნურია’, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


სამების ტაძარში საშობაო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებმა მამუკა ბახტაძეს დაუსვეს კითხვა, როდის აღიარებს საქართველო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას.


ბახტაძის განცხადებით, უკრაინის ავტოკეფალიაზე საქართველოს ეკლესიამ პოზიცია უკვე გამოხატა და სახელმწიფო პატივს სცემს დედა ეკლესიის გადაწყვეტილებას.


პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით საპატრიარქო პოზიციას ტომოსის ტექსტის გაცნობის შემდეგ დააფიქსირებს.


‘სინოდმა გამოთქვა თავისი პოზიცია. გავეცნობით ტომოსის ტექსტს და შემდეგ დავაფიქსირებთ პოზიციას. როდის იქნება განხილვა, არ ვიცი’, – აღნიშნა მეუფე შიომ.


მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა კიევის მიტროპოლიტ ეპიფანეს უკრაინის ახალი ეკლესიის ავტოკეფალიის დამადასტურებელი დოკუმენტი ტომოსი ოფიციალურად გადასცა. 


უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის დამადასტურებელ ტომოსს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა ხელი მოაწერა. მანვე მართლმადიდებელ ეკლესიებს უკრაინის ავტოკეფალიის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.