Header Ads

ეთერ ლიპარტელიანის დასანანი მარცხი (ვიდეო)

ეთერ ლიპარტელიანის დასანანი მარცხი (ვიდეო)


თელ-ავის გრან პრიზე პირველი დღის მეორე წრის შეხვედრების შემდეგ ქართველი ძიუდოისტები შეჯიბრებას გამოეთიშნენ. 52 კგ წონით კატეგორიაში ტატიანა ლევიცკა-შუკვანმა კოსოვოელ მაჯლინდა კელმონდთან შეხვედრაში ვერ მიიყვანა ბოლმდე დაწყებული ილეთი და ვერ შეძლო ვაზარის აღება.


 


ილეთის ჩატარების შემდეგი ორმხრივი მცდელობისას კი მაჯლინდამ დაასწრო ტატიანას და იგი იპონზე დასცა. 57 კგ წონაში ეთერ ლიპარტელიანმა მსოფლიო რეიტინგში მე-10 ადგილზე მყოფ, მასპინძელ იმნა ნელსონ ლევისთან შეხვედრა აქტიურად დაიწყო და უკვე 35-ე წამზე ვაზარი აუღო მეტოქეს. ეთერი განაგრძობდა აქტიურობას და იმ დროს, როდესაც მეტოქის გდება დააპირა, წონასწორობა დაკარგა და თავად დავარდა ბეჭებზე. მაჯლინდა კელმონდი და იმნა ნელსონ ლევი ფინალში გავიდნენ და ოქროს მედლებისთვის იბრძვიან. ქართველი ძიუდოისტები კი, სამწუხაროდ, ასპარეზობას გამოეთიშნენ. კაცთა შორის 60 კგ წონით კატეგორიაში ფინალში გავიდა და ოქროს მედლისთვის იჭიდავენ ნიდერლანდის წარმომადგენელი თორნიკე ჭკადუა


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.