Header Ads

რუსეთში მაკაროვის პისტოლეტს თანამედროვე...

რუსეთში მაკაროვის პისტოლეტს თანამედროვე...

მაკაროვი



რუსეთის ძალოვან სტრუქტურებში მაკაროვის პისტოლეტს ახალი, მოდერნიზებული იარაღით შეცვლიან. ამ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტოები ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებენ. 


მედიის ცნობით, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ახალი რუსული პისტოლეტის სერიული წარმოება წელს დაიწყება.


გარდა ამისა, ცნობილი ხდება ისიც, რომ „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტის ახალი მოდელით ჩანაცვლების თაობაზე გადაწყვეტილებას უწყებათაშორისი კომისია მიიღებს.


კომისიამ უნდა შეარჩიოს შესაბამისი სამრეწველო პლატფორმაც, რომელიც ახალი იარაღის წარმოებას უზრუნველყოფს.


მაკაროვის სისტემის პისტოლეტი რუსეთის ძალოვან სტრუქტურებში 1951 წელს მიიღეს. ის რუსეთისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების არმიასა და სამართალდამცავ ორგანოებში ყველაზე გავრცელებულ პისტოლეტად მიიჩნეოდა.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.