Header Ads

პატრიარქმა მრევლს ნინოობა მიულოცა

პატრიარქმა მრევლს ნინოობა მიულოცა

ილია მეორე



საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სიონის ტაძარში იქადაგა. პატრიარქმა მრევლი და სრულიად საქართველო დალოცა და დღევანდელი დღე მიულოცა.


‘მინდა გავიხსენო ჩემი ოჯახი. ჩვენ სახლში გვქონდა ხატების დიდი კუთხე, იქ აუცილებლად იყო სამი ხატი – საქართველოს დიდება, მამა ღმერთი და წმინდა ნინოს ხატი. მე მქონდა ასეთი ჩვენება. მყავდა უფროსი ძმა თეიმურაზი. ახალგაზრდა გარდაიცვალა, 28 წლის. ის გამომეცხადა. მე ვკითხე, ლოცულობდა თუ არა ჩემთვის. რა თქმა უნდა ვლოცულობო, ეს ხალხი ყველა ლოცულობსო და მიჩვენა საქართველოს დიდების ხატი. დიდება და მადლობა უფალს წყალობისთვის.


წმინდა ნინო არის მფარველი კაბადოკიელი. ჩვენ ყველას გვიკვირს ასეთი ნორჩი ახალგაზრა ქალიშვილი როგორ წამოვიდა საქართველოში, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი ხდება ღვთის ლოცვა-კურთხევით. ჩემი ძმა თეიმურაზი როცა გახდა ავად, მე ვიყავი მერვე კლასში. მითხრა, ირაკლი მოდი აქო, მივედი და მითხრა, შეხედე ვინ მოვიდა ჩვენთან, წმინდა ნინოაო. შეგვეწიოს წმინდა ნინოს ლოცვა-კურთხევა’, – ბრძანა პატრიარქმა.


მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.