Header Ads

ახალი წლის ღამეს ახალციხის დასუფთავების...

ახალი წლის ღამეს ახალციხის დასუფთავების...
31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს ახალციხის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა ტელეფონით შეიტყვეს, რომ სამსახურის გარეშე დარჩნენ. მათთვის გათავისუფლების მიზეზი არავის განუმარტავს. თანამშრომლების ნაწილი ვარაუდობს, რომ პოლიტიკური სიმპატიების გამოხატვის მსხვერპლი გახდა და საკუთარი უფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართავს.


მათი განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ახალციხის დასუფთავების სამსახურის უფროსმა მათ სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემა მოსთხოვა, თუმცა უარი მიიღო და თანამშრომელთან მცირე შელაპარაკებაც მოუვიდა.


ახალციხის დასუფთავების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ირაკლი კურტანიძემ სატელეფონო საუბარში ბრალდებები თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების შესახებ კატეგორიულად უარყო. კურტანიძის თქმით, ისინი სამუშაოს ჯეროვნად ვერ ასრულებდნენ.


ახალციხის მერიისადმი დაქვემდებარებული სსიპის მიმართ დასუფთავების სამსახურის ყოფილ თანამშრომლებს სხვა პრეტენზიაც აქვთ. ისინი კორუფციაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ცოცხებსა და აქანდაზებს თანამშრომლებს იმ რაოდენობით აღარ აძლევენ, როგორც ადრე. მათი განცხადებით, ასევე დასალაგებლად დაუმატეს ქუჩები, რაშიც თანხას არ უხდიან.



წყარო: newpost


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.