Header Ads

ეკა ბესელია ივანიშვილთან და გუნდთან...

ეკა ბესელია ივანიშვილთან და გუნდთან...


ეკა ბესელია საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის გამართული შეხვედრით კმაყოფილია. ბესელიას თქმით, ბიძინა ივანიშვილი უწევდა შეხვედრას მოდერაციასდა რამდენიმე დეპუტატმა განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებით.



„მგონია, რომ კარგი და საჭირო შეხვედრა იყო და იყო შესაძლებლობა, პირველ რიგში, პარტიის თავმჯდომარე, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ შეხვედრის მოდერაციას აკეთებდა და აკეთებდა ძალიან კარგად, გვქონდა შესაძლებლობა ჩვენ რამდენიმე ადამიანს, ყველამ ვერ ამოწურა თავის სათქმელი და ამიტომაც, ხვალ გრძელდება, გვეთქვა რა არის ჩვენი განსხვავებული და კრიტიკული მოსაზრება, რომელიც ეხება იმ 10-კაციან სიას,“ განაცხადა ბესელიამ.



ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ ორ დღეზე მეტხანს გაგრძელდეს შეხვედრები. დეპუტატის თქმით, პრინციპულ პოზიციებს არ დათმობს სიის შედგენასა და მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით.


რაც შეეხება ე.წ. ამბოხებული დეპუტატების შესაძლო გარიცხვას, ბესელიას თქმით, ამასთან დაკავშირებით შეხვედრაზე არ უსაუბრიათ.


ბესელიას თქმით, ბიძინა ივანიშვილმა დღეს მედიატორის ფუნქცია შეასრულა და მანამდე გაკეთებული განცხადება, რა დროსაც, მან ბესელია გუნდურობის პრინციპის დარღვევაში დაადანაშაულა, არ გაუმეორებია.


„მე იგივე პოზიცია მაქვს და კითხვები გარიცხვაზე, წასვლაზე, მოსვლაზე საერთოდ, არ დასმულა ეს საკითხები და გთხოვთ, ნუ დააპატარავებთ ამ მნიშვნელოვან პროცესს,“ ამბობს ბესელია.


წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.