Header Ads

მეუფე ზენონი დეკანოზ გიორგი მამალაძის...

მეუფე ზენონი დეკანოზ გიორგი მამალაძის...

დეკანოზი გიორგი მამალაძე



დმანისი-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი, მეუფე ზენონი Facebook-ზე დეკანოზ გიორგი მამალაძის შესახებ პოსტს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ის დეკანოზის შეწყალებას ემხრობა.


როგორც მეუფე ზენონი აცხადებს, ის არ იცნობს დეკანოზ მამალაძეს, თუმცა მიაჩნია, რომ ‘საპყრობილეში მისი ყოფნა, მითუმეტეს ‘მკვლელობის მცდელობის’ ბრალდებით, დამნაშავეა თუ უდანაშაულო, ჩვენი სირცხვილია მთლიანობაში’.


მეუფე ზენონის მოსაზრებით, ‘დეკანოზი გიორგი მამალაძის შეწყალება, ეკლესიაში და ზოგადად საზოგადოებაში, ხელს შეუწყობს ღვთივსულიერი მშვიდობის განმტკიცებას’.


‘მრავალს გაუჩნდა უსამართლობისა და უნდობლობის განცდა. ზოგს ბრალდებულის უდანაშაულობის სჯერა. ზოგს მის დანაშაულში ეჭვი არ ეპარება, ოღონდ წარმოდგენილი ‘შესაძლო მსხვერპლის’ ვერსია მისთვის არადამჯერებელია. ჩვენთვის დამახასიათებელი უკიდურესობის გარემოებით ზოგიერთისთვის დეკ. გიორგი მამალაძე ‘სიმართლისათვის დევნილია’ და ზოგიერთისათვის ‘ცოდვილთა შორის ცოდვილი’. რა მოიტანა ამ ყოველივემ: ლანძღვა-გინება, განკითხვა, სიძულვილის და გაუცხოების ტენდენცია. ამბავი გასცდა ჩვენი ქვეყნის საზღვრებს და ალაპარაკდნენ სხვაგან. ზოგჯერ ვირჩევთ უმცირესს და ვკარგავთ უმთავრესს. ვფიქრობ, ე.წ ‘ციანიდის საქმესთან’ დაკავშირებული ყოველი სუბიექტი, აგრეთვე ყოველი ჩვენგანი გავაანალიზებთ თავს დატეხილ განსაცდელს, რადგან მეტ-ნაკლებად პასუხისმგებელი ვართ ყველა ერთად და ავირჩევთ უმჯობესს, რომ სუფთა სინდისით ვიმსახუროთ სასულიერომაც და საერომაც’, – წერს მეუფე ზენონი სოციალურ ქსელში.

 


 


2017 წლის 5 სექტემბერს, მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი ორივე მხარემ გაასაჩივრა. პროკურატურა განაჩენის დამძიმებას, დაცვა კი გამამართლებელ განაჩენს ითხოვს. 


გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც საქართველოს პატრიარქს ოპერაციისთვის ამზადებდნენ.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.