Header Ads

ილია მეორემ საქართველოს ნათლისღების...

ილია მეორემ საქართველოს ნათლისღების...

ილია მეორე



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოსახლეობას ნათლისღების დღესასწაული მიულოცა. ილია მეორემ საზეიმო წირვა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა.



„დღეს არის განსაკუთრებული დღე, განიწმინდება ცა და ქვეყანა. დღეს ხარობს ზეცა და მიწა და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ვიხაროთ ორსავე სოფელსა შინა. ნაკურთხი წყალი ეს არის დიდი სიწმინდე. მთელი წლის განმავლობაში ნაკურთხი წყალი უნდა გქონდეთ სახლში, უნდა ასხუროთ სახლი, ეზო, ქუჩები და ბოროტი სული აღარ მოგეკარებათ თქვენ. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღეს. მადლი სულისა წმინდისა იყოს თქვენ ზედა. ჩვენთან არს ღმერთი. იხარეთ ორსავე სოფელსა შინა“, – განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ.


დღესვე პატრიარქი ქაშვეთის ეკლესიაში პანაშვიდს დაესწრება, რომელიც ავთანდილის ქუჩაზე დაღუპულთა ხსნოვნას მიეძღვნება


ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­უ­ლი თორ­მეტ სა­უფ­ლო დღე­სას­წა­ულს შო­რის ერთ-ერ­თია. სხვაგ­ვა­რად ამ დღეს ღვთის გა­მო­ცხა­დე­ბის დღე­სას­წა­ულს უწო­დე­ბენ, რად­გან ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბა გან­ცხად­და. ასე­ვე ნათ­ლო­ბა და­წეს­და. 


ამ დღეს, სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე. ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.