Header Ads

კანადელმა დისპეტჩერებმა უხელფასოდ...

კანადელმა დისპეტჩერებმა უხელფასოდ...

აშშ-ის მთავრობა



საჰაერო გადაადგილების კანადელმა დისპეტჩერებმა ამერიკელ კოლეგებს, რომლებიც აშშ-ის მთავრობის მუშაობის შეჩერების მიუხედავად მოვალეობის შესრულებას აგრძელებენ, ასობით პიცა გაუგზავნეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.


როგორც BBC-ის კანადის საჰაერო კონტროლის ასოციაციამ განუცხადა, ამ ქმედებით მათ ამერიკელი კოლეგების მიმართ სოლიდარობის გამოხატვა სურდათ.


აშშ-ის მთავრობის ნაწილობრივ შეჩერება 800 ათასი სახელმწიფო მოხელის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს გარეშე დარჩენას ნიშნავს. მათ შორის საჰაერო გადაადგილების კონტროლიორებიც არიან, რომლებიც 24-ე დღეა უხელფასოდ მუშაობენ. 


კანადელების გაგზავნილი 300 ყუთი პიცა აშშ-ის მასშტაბით 49 საკონტროლო ცენტრს გაეგზავნა. 


 


 

აშშ-ის მთავრობამ მუშაობა ნაწილობრივ 2018 წლის 22 დეკემბერს შეაჩერა


ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მუშაობის შეწყვეტას ინგლისურად shutdown (დახურვა, შეჩერება) ჰქვია. ამ მდგომარეობის შესახებ ვრცელ სტატიას შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.